ენობრივი ვერსიები ka, en და ru, დაკავშირებული hreflang-ითა და x-default-ით. SEO-არქიტექტურა აგებულია ექიმის, კლინიკის, სპეციალობისა და ქალაქის გვერდებზე და არა ერთ საერთო კატალოგზე.
სტრუქტურირებული მონაცემები აღწერს ორგანიზაციასა და საიტზე ძიებას. ცალკე დამუშავდა ხილვადობა ასისტენტებისთვის: llms.txt არა მხოლოდ ჩამოთვლის განყოფილებებს, არამედ განმარტავს, რომ ფასები და თავისუფალი დროები იცვლება და ბმული ექიმის გვერდზე უნდა მიუთითონ და არა კონკრეტული დრო.
